ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციური პარტიების პოზიცია არის იგივე, რაც აქამდე იყო

ზურაბ ჯაფარიძე: ოპოზიციური პარტიების პოზიცია არის იგივე, რაც აქამდე იყო

არანაირი გზავნილები არ ყოფილა. ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, რომ გზავნილები მიგვეღო. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო შეხვედრები, რომლებსაც მართავენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები იმისთვის, რომ მოამზადონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და ამ შეხვედრების მიზანია სცადონ ინდივიდუალურ რეჟიმში სცადონ პოზიციების დაახლოება და როცა მესამე რაუნდი შედგება, მას ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეიძლება ამით მოლაპარაკებები არ დასრულდეს, მაგრამ წინ ნაბიჯი გადაიდგას.

„ოპოზიციური პარტიების პოზიცია არის იგივე, რაც აქამდე იყო და არაფერი ახალი არც ჩემი მხრიდან და არც ელჩის მხრიდან, არ თქმულა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმართება.

ხვალ არჩევნების მეორე ტურია, ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. მხარეებს შორის უცხოელი პარტნიორების შუამავლობით მოლაპარაკებათა ორი რაუნდი გაიმართა. მესამე რაუნდი კი სავარაუდოდ მეორე ტურის შემდეგ შედგება.

 

amo მაგრადა დგეხარ?
4 წლის უკან