სოსო მანჯავიძე: „

სოსო მანჯავიძე: „"ფასილიტატორებს", როგორც ჩანს უკვე ყელში ამოუვიდათ მუდმივ ძიძგილაობაში მყოფი  ქართველების გაშველება“

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ატყობთ, როგორ შეიცვალა დიპ-კორპუსის ენა?

ყველაზე საოცარი პასაჟი მაინც ის იყო-ეგ კინო ნანახი გვაქვსო, რომ განაცხადეს.

აქედან უკვე ახლოა გრიგოლიას და გვარამიას ტოკ-შოუებამდე.

ამასობაში ნაცებს ვინც არ მოსწონთ, სულ რუსეთის აგენტებს და უსინდისოებს ეძახიან.

"ოცნება" კმაყოფილია.

ნაცებთან შედარებით ბეჯით და წესიერ მოწაფეებად გამოიყურებიან დასავლეთის თვალში.

"ფასილიტატორებს", როგორც ჩანს უკვე ყელში ამოუვიდათ მუდმივ ძიძგილაობაში მყოფი  ქართველების გაშველება.

ისე, ცირკია.

დასდევს ეუთო-ოდირი, სახდეპი და დიპ-კორპუსი-შედით პარლამენტშიო და არ შედიან.

ლამის ლასოებით დაუწყონ დაჭერა ამ გაველურებულ პოლიტიკურ მუსტანგებს.

ხომ გაუხადეს სახვეწნად ღრმა კოჰაბიტაციაში ჩაფლულ "ოცნებას"  საქმე?

"რაც მოგივა დავითაო. ყველა შენი თავითაო"-ბრძენი კაცის ნათქვამია ეს.

P.S.

როგორც ვატყობ, ზოგიერთი კოჰაბიტანტი მეოცნებე  "პოლიტიკური კრიზისის" განმუხტვის მიზნით" კოალიციური მთავრობის შექმნაზე ფიქრობს (თუ წინასწარ ნაფიქრი ქონდა}.ჰოდა, ზუსტად მაგ ნაფიქრის განხორციელებით დაამთავრებთ  მოღვაწეობას თქვენს საყვარელ ნაცებთან ერთად”.

amo გუბაზი სადაა, გუბაზი
4 წლის უკან