ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლამ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა. ამის შესახებ შტატის ვიცე-გუბერნატორი ბრედ რაფენსპერგი თავის გვერდზე წერს.

ბიულეტენების ხელახალი დამუშავების შემდეგ 159 ოლქში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ჯო ბაიდენმა კი - 2 475 141.

ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა აძლევს საშუალებას ტრამპის იურისტებს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა, თუმცა ამჯერად სკანერების გამოყენებით.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა, 6 ნოემბერს კი მას ბაიდენმა აჯობა.