კომპანია BioNtech-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში შესაძლოა, წლის ბოლომდე გავრცელდეს

კომპანია BioNtech-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში შესაძლოა, წლის ბოლომდე გავრცელდეს

კომპანია BioNtech-ის აღმასრულებელი დირექტორის, უგურ საჰინის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში შესაძლოა, წლის ბოლომდე გავრცელდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ავრცელებს.

BioNtech-ი გახლავთ გერმანული ლაბორატორია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ „პფიზერთან“ ერთად მუშაობს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს.

საჰინის თქმით, კომპანია BioNtech-მა აშშ-ის შესაბამის უწყებას ვაქცინის ავტორიზაციის ოფიციალური მოთხოვნით 20 ნოემბერს მიმართავს.

როგორც ცნობილია, ვაქცინის დისტრიბუციის შესახებ მოლაპარაკება უკვე დაწყებულია 30 ქვეყანასთან.

მანამდე, კომპანია „პფიზერში“ განაცხადეს, რომ ახალი ცდებით დადგინდა, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და კორონავირუსისგან ხანდაზმულ ადამიანებსაც იცავს.