ზურაბ გურული ლოკდაუნზე: მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრი არ ვარ, რადგან საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა მისაღები

ზურაბ გურული ლოკდაუნზე: მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრი არ ვარ, რადგან საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა მისაღები

მოხარული ვარ, რომ არ ვარ პრემიერ-მინისტრის მდგომარეობაში და მის ადგილზე, რადგან საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, - ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა „TV პირველის“ ეთერში საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ვიცი რომ არიან მკაცრი ჩაკეტვის მომხრეები და პირიქით, მოწინააღმდეგეები. საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მოსახლეობის 50 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ვირუსი საშიში არ არის და უფრო საშიში ეკონომიკური კოლაფსი იქნება, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ეკონომიურად შედარებით უზრუნველყოფილია, ფიქრობს, რომ მთავარია ამ დაავადების აღკვეთა. აუცილებელია ორივე მხარე მივიდეს ერთმანეთთან, მოინახოს შეხების წერტილი, თორემ სხვანაირად პანდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ზურაბ გურულმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალა 853 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი

ლაზი როგორც იქნა ამან რაღაც ნორმალური დაწერა, მაგრამ მაინც, სადაც ცხოვრობს და მუშაობს იქ საქმე უკეთ აქვს აწყობილი? თუ იქ არ უსმენენ?
ამის პრემიერ მინისტრობაღა გვაკლია.
4 წლის უკან