სინოპტიკოსები 19 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +8. მცირე ღრუბლიანობაა ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8.
მზიანი დღეა ბათუმშიც, სადაც +15 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +14 იქნება, აქ მცირე მოღრუბლულობა იქნება, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +7.
მზიანი დღეა სოხუმში +12 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს. +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია ამბროლაურშიც. აქ ჰაერი +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ჭიათურაშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +12 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმს და დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი. ღამით +2. ბაკურიანში თოვს, +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +6 გრადუსი და მცირე ნალექის მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში +5 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში თოვს, +2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვს. ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, აქაც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს თელავში, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.
თოვლია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით +3 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მცირე თოვლს ვარაუდობენ და +3 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავშიც თოვლ-ჭყაპია შესაძლებელი, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში კი მცირე თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.