მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელახალი არჩევნები არ იქნება, თუმცა სხვა რამეებზე კომპრომისი ბუნებრივია, შესაძლებელია.
„რაც შეეხება მათ ულტიმატუმს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არც განიხილება. ხელახალი არჩევნები არ იქნება, სხვა რამეებზე კომპრომისი ბუნებრივია, შესაძლებელია. საარჩევნო კოდექსის სრულყოფა შეიძლება დაუსრულებლად, ბუნებრივია, ასეთი წინადადებების განსახილველად მზად ვართ. რაც შეეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდს, მესამე რაუნდი სავარაუდოდ იქნება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.