თუ ზაფხულის პერიოდში ჩვენ ასე თავისუფლად არ ვიქნებოდით, ჩემი აზრით ასეთ შედეგები არ გვექნებოდა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „მაესტროს“ ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.
„გარკვეული დაღი, დღევანდელ ეპიდსიტუაციას, პოლიტიკურმა პროცესებმაც დაასვა, პოლიტიკური პროცესების მძევალი გახდა ეპიდემია, რადგან აქ ბევრი ნიუანსი იყო. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენ სჯობს ვორიენტირდეთ არსებული რეალობის სწორ გააზრებაზე და შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე და წარსულზე, რა როგორ სჯობდა, პანდემიის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, რადგან ახლა ამის დრო არ არის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.