გიორგი ბარამიძე: გვინდა სამართლიანი დებატები, ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს

გიორგი ბარამიძე: გვინდა სამართლიანი დებატები, ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ, მამუკა მდინარაძის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც მმართველი გუნდის ლიდერი დებატებში მონწილობაზე ოპოზიციის უარზე საუბრობს, განაცხადა, რომ ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ ისინი დებატების ჩატარებას, ფართოდ და სამართლიანად მოითხოვენ.

"ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა მაქსიმალურად ფართოდ და სამართლიანად იყოს ეს დებატები ჩატარებული. რაც შეეხება დებატებზე ზოგადად უარის თქმას, "ქართული ოცნებისგან" სრულიად მორიგი უტიფრობაა ამაზე ოპოზიციას საყვედურობდე. 8 წლის განმავლობაში ერთხელ არ დამჯდარან დებატებზე ქვეყნის ბედ-იღბალთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით. მათ არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ და ქვეყანა უკან მიდის. იმ საკითხების განხილვა, რომელიც გაყალბებას შეეხება, უნდა მომხდარიყო საუბნო კომისიებში, სადაც უარი განგვიცხადეს ამ თემაზე განხილვის მოწყობისთვის,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

Aburjga Tasmanieli ბიჯო, თქვე უტიფრობო .... დაგვანებეთ თავი, ქართველ ხალხზე და საზოგადოებაზე ნუ აპელირებთ! არ გიჭერთ მხარს, არ ხართ თქვენ ჩვენიანები, ქართველებიც კი არ ხართ, უმეტესბა! წადით სხვა საქმე ნახეთ!!!
4 წლის უკან