კატეგორიულად, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერის თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების საგანი ხელახალი არჩევნების ჩატარება ვერ იქნება.
„მათ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესბოით. ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს. სხვა საკითხებზე ვიმსჯელებთ, ვილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არც ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობების ვადამდელი არჩევნების საკითხს არ განიხილავს.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.