ჩვენ სულ დარწმუნებულები ვიქნებით მომავალი თვეების და შეიძლება წლების განმავლობაში არჩევნების მოგებაში. ანუ, სანამ დარწმუნებულები ვიქნებით, გვთავაზობთ რომ ხელახალი არჩევნები ვატაროთ? - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტები კითხვას იმის შესახებ თუ რატომ არ თანხმდება მმართველი გუნდი ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თუ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებს მათ შედეგზე გავლენა არ ჰქონია.
„დარღვევები, რომელიც გავლენას ვერ ახდენდა არჩევნების შედეგებზე სულ იყო და მათ აღმოფხვრაზე სულ უნდა ვიმუშაოთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შენიშვნები, რომლებიც ერთი მხრივ აღიარებენ, რომ სერიოზული დარღვევები კი არ იყო, არამედ გავლენას ვერ მოახდენდა ეს დარღვევები საარჩევნო შედეგებზე, აი ამ დარღვევებზე მითითებით გვეუბნებიან, რომ ის უნდა დავხვეწოთ, მიდგომები უნდა დავხვეწოთ, კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს, პრაქტიკა უნდა დაიხვეწოს ამ მიმართულებით. ეს არის საერთაშორისო პარტნიორების მიდგომა. ეს ყოველთვის იქნება და ჩვენ ვიქნებით სულ იმ რეჟიმში, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო დემოკრატიის ხარისხი“, - განაცხადა მდინარაძემ.