„სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, არ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც ხმას აძლევს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, როდესაც 21 ნოემბრის აქციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„რაც შეეხება 21 ნოემბრის აქციას, ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, დღეს ვიმსჯელებთ, რა ფორმით ჩავატარებთ აქციას. აქცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება.
ბევრი ვერსია განიხილება, მათ შორის ჯაჭვიც. დღეს, ყველა პარტია წარმოადგენს საკუთარ პოზიციას, საბოლოოდ შევჯერდებით ისეთ მოდელზე, რომელიც მისაღები იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაალ უდუმაშვილმა.
21 ნოემბერს მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. „ქართული ოცნება“ ახალ არჩევნებს არ განიხილავს.