ხატია დეკანოიძე:  სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრება გასაგებია, მათ აქვთ ინსტიტუტები, ჩვენ არა, საპარლამენტო მანდატებს მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული

ხატია დეკანოიძე:  სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრება გასაგებია, მათ აქვთ ინსტიტუტები, ჩვენ არა, საპარლამენტო მანდატებს მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული

საპარლამენტო მანდატებს მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციისადმი სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ხმა მისცა და ეს ხმა დაიკარგა, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრება გასაგებია, მათ აქვთ ინსტიტუტები, ჩვენ არ გვაქვს ისინი. ჩვენ გამოვიყენებთ საპარლამენტო მანდატებს მაშინ, როდესაც პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული. რჩევა, რომ შევიდეთ პარლამენტში და გამოვიყენოთ ეს ტრიბუნა – ჩვენ არ გამოვიყენებთ. ავუხსენით, რატომ არ გამოვიყენებთ და მათ მიიღეს ეს არგუმენტები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ოპოზიციას მოუწოდეს, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.

Aburjga Tasmanieli ძალიან ლამაზი და ძალიან ბოროტი ქალია! ნამდვილი კრუალაა!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კრუელა დეკანოიძე! კარგად ჟღერს არა?!
4 წლის უკან
amo ტასმანიელ გემოვნებაზე არ დაობენ (გაუგებარია რომელი ნაკვთი მოგწონთ). ქ-ნო ხატია ინსტიტუტები, რომ თვისობრივად შეიცვალოს, ამიტომ იმ პირობით შედით პარლამენტში, რომ პირველ რიგში ამ საკითხების განხილვა მოხდება, თუ არ მოხდება და დემარში. გარეთ ყოფნით ვერაფერს მიაღწევთ, ეგ ხალხიც თანდათან შემოგეცლებათ.
4 წლის უკან