მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ განვითარებას. იქ, სადაც ბელადის ახირებებზე დარბიან და მისი ახირებების მძევლებად რჩებიან, ეს აფუჭებს და აფერხებს დემოკრატულ პროცესებს და მსგავსი გამოხტომებისგან ოპოზიციას თავი შორს უნდა ეჭიროს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ პატარა პარტიები ვერ თოკავენ ოპოზიციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილსა და მზად არიან, მისი მძევლები იყვნენ, მაშინ რატომ უნდა ეგონოს ამომრჩეველს ან დასავლეთს, რომ კოალიციაში „არ წაუყრუებენ“.
„ბოიკოტს, როგორც ასეთს, არ შეიძლება დასავლეთი მხარს უჭერდეს. სულელია ყველა, ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ სანამ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყდება, დასავლეთის პოზიცია სხვანაირი იქნებოდა. დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერდა. ბოიკოტს მხარს იმიტომ არ უჭერენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ სურთ. რა წუთშიც, პარლამენტი ერთპარტიული იქნება, თუ ოპოზიიციამ შეძლო ერთსულოვნების შენარჩუნება, იმ წუთში ეს ხელისუფლების თავის ტკივილი გახდება“- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.