ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი-2", სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განუსაზღვრეს. აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10192 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ტანსაცმელი) აღმოჩნდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10192 ლარის ოდენობით.