დავით ბაქრაძე: პომპეოს ვიზიტმა აჩვენა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არის ისეთი მჭიდრო, როგორც არასდროს და ეს ტრაექტორია არის აღმავალი

დავით ბაქრაძე: პომპეოს ვიზიტმა აჩვენა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები არის ისეთი მჭიდრო, როგორც არასდროს და ეს ტრაექტორია არის აღმავალი

მაიკ პომპეოს ვიზიტმა, ამ შეხვედრამ მოგვცა ძალიან დიდი სივრცე შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი ურთიერთობის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის ისეთი მჭიდრო, როგორც არასდროს და ეს ტრაექტორია არის აღმავალი.

„ამ ვიზიტმა აჩვენა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არის ისეთი მჭიდრო, როგორც არასდროს და ეს ტრაექტორია არის აღმავალი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ურთიერთობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება, ხვალინდელი უკეთესი დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა პროცესშიც ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მტკიცედ უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის მიმართულებით იყოს უზრუნველყოფილი ამ ორმხრივ ურთიერთობებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.