მაიკ პომპეო: საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში

მაიკ პომპეო: საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს. მისი თქმით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების ამაღლებაში წარმატებას მიაღწია.

„საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე საუბრით ვისიამოვნე. საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - წერს მაიკ პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, ილია მეორეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მას არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან.