მაია ბუწაშვილი: სამარშრუტო ტაქსები უნდა აიკრძალოს, რომ ვირუსის გავრცელება შენელდეს

მაია ბუწაშვილი: სამარშრუტო ტაქსები უნდა აიკრძალოს, რომ ვირუსის გავრცელება შენელდეს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში სრული „ლოქდაუნის" გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც ინფექციონისტმა განაცხადა, კორონავირუსის შესაკავებლად ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს, რათა საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.

მაია ბუწაშვილი: ქვეყნის სრული მასშტაბით კარანტინის გამოცხადებას არ ვემხრობი, რადგან აღნიშნულს ძალიან რთული შედეგები მოჰყვება. რეგიონებში ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვების მიღება აუცილებელი იქნება. ამასთან, საჭიროა აღსრულების მექანიზმის მოძებნაც, რათა დაწესებული რეგულაციები შესაბამისად გაკონტროლდეს. ამ ქვეყნისთვის კიდევ ერთი სრული „ლოქდაუნი" ნამდვილად დამღუპველი იქნება.

„გამოსავალი იქნებოდა ავტობუსების დამატება და შეიძლება, სამარშუტო ტაქსების შეზღუდვა, რადგან იქ ყველაზე მარტივად ვრცელდება ვირუსი. სამარშუტო ტაქსებში დისტანციის დაცვა შეუძლებელია. დიდი სივრცის მქონე ტრანსპორტის დამატება იქნებოდა გამოსავალი“ - ამბობს მაია ბუწაშვილი.