გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ-სა და ნატოს დახმარების გარეშე

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ-სა და ნატოს დახმარების გარეშე

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას აშშ-სა და ნატოს დახმარების გარეშე.

„ევროპისთვის სტრატეგიული ავტონომიის იდეა იმ ილუზიას კვებავს, რომ ჩვენ ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფა ნატოსა და აშშ-ის გარეშე შეგვიძლია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის თქმით, ევროპას ათწლეულები დასჭირდება კონვენციური ან ბირთვული ძალების ფორმირებისთვის, რითაც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატოსა და აშშ-ის წვლილის ჩანაცვლებას შეძლებს.

„გერმანიასა და ევროპას არ შეუძლიათ თავი დაიცვან ამერიკის ბირთვული და კონვენციური ძალების გარეშე. ეს უბრალოდ ფაქტია“, - დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.