პერუში ერთ კვირაში ორი პრეზიდენტი შეიცვალა

პერუში ერთ კვირაში ორი პრეზიდენტი შეიცვალა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პერუს კონგრესმა ფრანცისკო საგასტი დაასახელა. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. პოლიტიკოსმა საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო.

მანამდე პრეზიდენტის მოვალეობას მანუელ მერინო ასრულებდა, რომელმაც პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც კორუფციაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მარტინ ვისკარუს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა. ვისკარუს გადაყენებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სამართალდამცველებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 100-მდე დაშავდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნიდან მეხუთე დღეს მერინომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.