გიგი უგულავა:  ეუთო-ს დასკვნა არ წამიკითხავს, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, თუ სიყალბე დარჩება, მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ

გიგი უგულავა:  ეუთო-ს დასკვნა არ წამიკითხავს, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, თუ სიყალბე დარჩება, მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ

არ წამიკითხავს, არ გავცნობილვარ, როცა გავეცნობი შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, მეორე ტურებიც სიყალბეა, რის გამოც ოპოზიცია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია, პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, არის შეუვალი და არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. დანარჩენი, ახლა დოკუმენტი, რომელსაც არ გავცნობილვარ, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს ეს, თუ სიყალბე დარჩება და ჩვენ ვხედავთ სიყალბის გაფორმებას, მეორე ტურები არის ასევე სიყალბე და ჩვენს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ის ზუსტად იგივენაირი სიყალბეა, რა სიყალბეც ჩაატარა 31 ოქტომბერს. დანარჩენ დეტალებზე ნებისმიერი დოკუმენტის როცა გავეცნობი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

 

Aburjga Tasmanieli როგორაა საქმე, გაგიცრუვდათ იმედები კიდევ ერთხელ, განმეორებით მოაჯდეთ საქართველოს კისერზე და ხედნოთ ქართველი ხალხი?! უთოს დასკვნა არ წაიკითხე- თვალები დახუჭე, ელჩების ნათქვამი არ გაიგონე - ყურებში თუითები გაიკეთე! მერე ჩვენთან რაღა გინდა?! სროკი მოხდილი გაქვს, წადი და იცხოვრე რიგითი ადამიანის ცხოვრებით, ოჯახს მიხედე ....
4 წლის უკან