ილჰამ ალიევი: სომხეთი ყარაბაღის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის პასუხს აგებს

ილჰამ ალიევი: სომხეთი ყარაბაღის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის პასუხს აგებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ერევანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის პასუხს აგებს.

16 ნოემბერს ილჰამ ალიევი ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანის ლიდერი ფუზულსა და ჯებრაილში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა.

„მოწინააღმდეგემ ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა. საერთაშორისო სასამართლოში მოუწევთ პასუხისგება. ადრეც განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საერთაშორისო სტრუქტურებსა და ექსპერტებს მოვიწვევთ. შევაფასებთ ზიანს და სომხეთისგან კომპენსაციას მოვითხოვთ. ამ დღეებში მათ სახლები და ტყეებიც გაანადგურეს. ამისთვისაც აგებენ პასუხს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

სამმხრივი შეთანხმება სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 10 ნოემბერს შედგა. სომხეთის პრემიერი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა. გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიკავა, სომხეთმა კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიც დათმო.