მაიკ პომპეო: აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ

მაიკ პომპეო: აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ.

„მე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვთანხმდებით, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან აგრესიული იყო. ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დავარწმუნოთ ერდოღანი, რომ ასეთი ქმედებები მისი ხალხის ინტერესში არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაიკ პომპეოს თქმით, თურქეთის მიერ სამხედრო შესაძლებლობების მზარდი გამოყენება შეშფოთების საგანია.