უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა, პოლ ჯოიალმა, „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, ეს ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს მთავარობა თავისი ღირებულებათა ერთიანობით წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორს, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
„როგორც ჩემს სტატიაში დავწერე, სააკაშვილმა გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული სატალეფონო ზარის გამო. დაფიქრდით ერთი წუთით: ეს არის ადამიანი, რომელმაც არ გაითვალისწინა ამერიკის მთავრობის რჩევა, რის გამოც მოხდა 2008 წლის ომი და ახლა ის ლექციებს კითხულობს და ამბობს, რომ ის არის ამერიკის მხარდამჭერი. ამერიკის ნამდვილი მხარდამჭერი უჯერებს აშშ-ის რჩევას და არ აკრიტიკებს მას. რჩევა, რომ პომპეოს ვიზიტისას ოპოზიციამ მსვლელობა გამართოს, ნათელი დადასტურებაა საკუთარი პარტიული ინტერესების დაწინაურებისთვისა და მთავრობის დამხობისათვის. მიხარია, რომ ოპოზიციური პარტიები ამ სცენარს არ გაყვნენ. ეს იქნებოდა კიდევ ერთი სირცხვილი და შეურაცყოფა აშშ-ისთვის. ეს საშინელი იდეა იქნებოდა და ქართველებს კიდევ ერთხელ დააყეენება კოვიდინფიცირების რისკის წინაშე“, - განაცხადა პოლ ჯოიალმა.