დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა სინამდვილეში 2-3-ჯერ მეტია, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება და კორონავირუსი უსიმპოტომოდ ან მსუბუქად გადააქვთ.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა არსებობს, რომელთა მიხედვითაც ევროპაში ინფიცირებულთა მხოლოდ 1/5-ის გამოვლენა ხდება. ამ ლოგიკიტ იგივე ხდება საქართველოშიც და აქაც ვირუსით დასნებოვნებული ადამიანების რიცხვი გაცილებით მაღალია.
“დღევანდელი დილით მსოფლიოში 54 მილიონი ადამიანია ინფიცირებულიო, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული, სინამდვილეში, დაახლოებით, უნდა იანგარიშოთ სულ მცირე 2-3-ჯერ მეტი ინფიცირებული ადამიანი, მაგრამ ეს არის ხალხი, რომლებიც არიან ძირითადად მსუბუქი, უსიმპტომო, რომელთაც გადააქვთ ფეხზე ინფექცია…”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.