„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც 16 ნოემბერს, გამთენიისას ამ დროისთვის უცნობმა პირებმა გლდანის რაიონში მისი შტაბი გადაწვეს.
"მივმართავ ჩემს მეგობრებსაც და პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც ჩვენს ქვეყანაში: მოდით და დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ უსამართლობა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ძალადობენ?! ვერ ხედავთ, რომ უფრო და უფრო ახლოს ეცემა ის ნაღმები, რომლებიც ქვეყანაში ძალიან დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს?! მაინცდამაინც შუბლი უნდა გამიხვრიტონ მე ან ჩემს მეგობრებს, რომ მიხვდეთ, რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე?". – თქვა ნიკა მელიამ.