„ოპოზიციაში დღეს სერიოზული რყევებია. მმართველი გუნდი ხშირად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებს ოპოზიცია და ეს ინფორმაციები სწორედ მათი ოფისებიდან გამოდის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია დღეს მთლიანად მოშლილია და ამის ნიშნები უკვე იყო არჩევნებამდე.
„მათ ოფისებში, პარტიულ სტრუქტურებში იყო გარკვეული რყევები და ეს, მით უმეტეს გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ორი წარუმატებელი აქცია. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმაზე, რომ ხალხს უნდა გააპროტესტებინო არჩევნების გაყალბება და ერთ შემთხვევაში 7 000 და მეორე შემთხვევაში დაახლოებით 3 000 კაცი გამოგყავს, ეს ბუნებრივია, იწვევს რყევებს პარტიის შიგნით და ასეთ დროს, უფრო მარტივად ჟონავს პარტიებიდან ინფორმაცია“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.