ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი „ღამის კურიერის“ეთერში ინიციატივით გამოვიდა. მან გადაცემის წამყვანებს ახალი ფორმატი შესთავაზა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრები ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდებიან.

„გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია.ახლა თემა ხომ არის კონკრეტული - საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია. დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მათივე მოთხოვნებშია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.