„ხარვეზი ყველა საარჩევნო პროცესისთვის არის თანმხლები და ბუნებრივია, ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე ყოველთვის ვცდილობთ, რომ კანონმდებლობაც გამოვასწოროთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, IRI-ის შეფასებაში არის როგორც პოზიტიური ნაწილი, სადაც მოწოდებაა იქითკენ, რომ თუნდაც მხარეები მოემზადონ მეორე ტურისთვის და საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, იყო ხარვეზები, თუმცა არჩევნები ჩატარდა და მისი ლეგიტიმაცია არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ხარვეზი ყველა საარჩევნო პროცესისთვის არის თანმხლები და ბუნებრივია, ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე ყოველთვის ვცდილობთ, რომ კანონმდებლობაც გამოვასწოროთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განგვიხორციელებია ამ ნაწილში.
მათ შორის, ეს ასახულია IRI-ის ამ შეფასებაში, სადაც საუბარია იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა კანონმდებლობაში.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს შეფასება არის პოზიტიური, თუმცა რა თქმა უნდა, არის საუბარი ხარვეზებზეც, რომლებზეც შესაბამისი ანალიზიც მიმდინარეობს და საკანონმდებლო ცვლილებები თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში განხორცილდება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა