სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი გარდაიცვალა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი გარდაიცვალა

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი გარდაიცვალა. ის 79 წლის იყო. ამის შესახებ Al Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მისი ჯანმრთელობა გაუარესდა.

ვალიდ ალ-მუალემი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა. ამასთან, ის ვიცეპრემიერობასაც ითავსებდა.