ერევანში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

ერევანში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქში 10 ნოემბერს მომხდარი არეულობების შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Facebook-ზე ინფორმაციას სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აგაჯანიანი ავრცელებს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ და სომხეთის პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანზე თავდასხმა.

ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.