რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა - გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა - გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას შეფასებები მოჰყვა  "ევროპულ საქართველოში." გიგა ბოკერია ვაშაძის განცხადებას გაუგებარს უწოდებს და ამბობს, რომ მისგან მკაფიო განმარტებას ითხოვს, რას გულისხმობს მასში.

"რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი განცხადებაა და დამაბნეველი და ველოდებით პარტიისგან, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან, მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება ამით პოზიციაში თუ არა. "ევროპული საქართველოს" პოზიცია არის უცვლელი და არ  შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა  ამაში მონაწილეობა, მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილოებთ ამ პარლამენტის მუშაობაში. იმიტომ, რომ ამ თამაში წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა. თუკი ვინმეს, და ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში, ამ მანიპულაციების, დაშინების, ზეწოლის და ძალადობის შედეგად,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.