ირაკლი კობახიძე: ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ჩვენი ყველა მთავარი პარტნიორი

ირაკლი კობახიძე: ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ჩვენი ყველა მთავარი პარტნიორი

ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც არჩევნებს უკავშირდება. მათ შორის ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის. რა ზომებია მისაღები იმისთვის, რომ მეორე ტურები მაქსიმალურად სათანადო წესრიგით ჩატარდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ყველა მთავარი პარტნიორი.

„ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ სტატისტიკა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებულ ძირითად საარჩევნო პროცესს და ეს სტატისტიკა არავითარი ფორ,მით არ განსხვავდება იმ სტატისტიკებისგან, რომელიც ჩვენ გვქონდა ყველა წინა არჩევნებზე, მათ შორის წინა საპარლამენტო არჩევნებსა და თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ ოდირის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.

ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი. ყოველდღიურად მოდის მოლოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთადერთი, ვინც დღემდე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ეს არის დამარცხებული რამდენიმე ოპოზიციური პარტია, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ მათ მიერაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.