პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა არალეგიტიმურ ჩარევას საქართველოს საარჩევნო პროცესში და ეს დაინახეს, როგორც დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ექს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის დაპირებებს, ის წლებია ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან თვითმფრინავით და ხან ფეხით ჩამოდის.
„აქამდე არა ერთხელ უნდა იყოს ნამყოფი, თუმცა როდის ჩამოვა, ეს მისმა მეგობრებმა იციან პარტიაში. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილი პოლიტიკური წარსულის ნაწილია, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და მას ბევრს კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი. შესაბამისად, თუ ის საქართველოში ჩამოვა, პირველ რიგში ამ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.