პირველად, უახლოეს ისტორიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგას და მათ მონოპოლიას თავი დააღწიეს სხვა პარტიებმა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ რჩებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
„ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც არიან ლიდერები, რომლებიც ცხელთავიანი მიმართულების მოწინააღმდეგეები არიან, ისინიც ხედავენ რომ საზოგადოების გახლეჩა დაუშვებელი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.