ლადო ბოჟაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა

ლადო ბოჟაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეცვლილა, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ბოდიშები და დაპირება, რომ ისინი ისე აღარ მოიქცევიან - ტყუილია. ჩვენ შეიძლება ერთადერთ რამეს დავუჯეროთ, რომ ისინი არ იქცევიან ისე, როგორც მანამდე იქცეოდნენ, მოიქცევიან კიდევ უფრო უარესად და მეტად დააქცევენ და დაანგრევენ ქვეყანას, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.