გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ოპოზიციის სცენარის ნაწილია

გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ოპოზიციის სცენარის ნაწილია

ეს არის სცენარის ნაწილი, რომ ჟურნალისტების მიმართ აგრესიას დაედოს სათავე, აქ არაა საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ „იმედის“ ჟურნალისტზე გაილაშქრეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„იმედს“ თუ გარკვეული პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, გადახედეთ 2007 წლის ნოემბრის კადრებს და მიხვდებით... გადახედეთ ბადრი პატარკაციშვილის ისტორიას, მისი დამფუძნებლების დამოკიდებულებას, მაგრამ „იმედს“ არასდროს „ფეიკი“ არ გაუშვია ესაა განსხვავება. თორემ პოლიტიკური გემოვნებით გამოირჩევიან ტელევიზიები, არიან აგრესიულები, სვავებივით სხედან ხეზე და ელოდებიან სისხლი რომ დაიღვრება დააცივდნენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, „იმედის“ მიმართ აგრესიის გაღვივება მეამბოხეთა რიგებში ხელოვნური გეგმაა. „ისინი ცდილობენ ადამიანები ჩაითრიონ ამ კონფლიქტში, ამისთვის საჭიროა მედიაზე გაილაშქრონ ორივე მხარეს და არც იმას გამოვრიცხავ პროვოკაცია მოხდეს“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „იმედი“ 8 ნოემბრის აქციისა და ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ თავდახმისა და ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.