გიორგი ვოლსკი: შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ქვეყანას ამ დესტრუქციული ძალების გამო?!

გიორგი ვოლსკი: შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ქვეყანას ამ დესტრუქციული ძალების გამო?!

სამწუხაროდ კვლავ საერთშორისო ჩარევა სჭირდება, რომ ადამიანებს ცხელ თავებზე ცივი წყალი გადაასხა, არა პირდაპირი გაგებით, არამედ განცხადებებით, მოწოდებებით- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველანაირ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ადამიანები ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა და სანამ არ მოვიგებთ, იქამდე არჩევნები უნდა ჩატარდესო. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია საქართველოში ამის წინააღმდეგი, რომლებიც თავის ხმებს დაიცავენ და საქართველოს ხელისუფლება უნდა იდგეს შუაში, მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა მეორე მხარის პოზიცია, რადგან ვალდებული ხარ სტაბილურობა შეინარჩუნო. შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ამ ქვეყანას ამ დესტრუქციული ძალების გამო?!“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ

Aburjga Tasmanieli შუაზე ხომ არ გავგლეჯთ ქვეყანას ამ დესტრუქციული ძალების გამო?!??!!
რას იზამთ ბატონო გია, ასეთი ისტორიული ტრადიცია გვაქს გენში! სანამ რუსეთის იმპერიამ არ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, სადადიანო, აფხაზეთი, სანამ სამცხე და აჭარა არ წაართვა ოსმალეთს ასე ვიყავით დაგლეჯილ-დაწეკვილები, ღობემორღვეულები, შეცივებულები და ატირებულები, გაყიდულები და დამცირებულები. მერე ისტორიის ჩარხი საქართველოსათვის ცოტა ხნით წაღმა დატრიაალდა და 1921-1991 წლებში სსრკ-ს შემადგენლობაში ვიყავით ერთიან ისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა! ეს იყო დ ეს, ყოველივე კარგი როდესღაც იწყება და როდესღაც მთავრდება!
4 წლის უკან