პრინციპულად გეუბნებით, არჩევნები არ გაყალბებულა და ზუსტად იმ ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ჩვენი ოპონენტები წარმოადგენენ, საოცარი სურათი იხატება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვთქვათ 1200 საჩივარი დაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა და 500-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს და ნაწილობრივ პარტიული წარმომადგენლების საჩივარს იღებს საერთაშორისო ორგანიზაცია, უკეთებს ანალიზს და დებს დასკვნას ლეგიტიმური იყო თუ არა არჩევნები. ლეგიტიმური იყო, გამოვიდა ცალსახა დასკვნა. ცალსახად თქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთომ, ევროსაბჭომ, ეუთო/ოდირის დასკვნამ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ და ხელახლა ხმების გადათვლაზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ოპოზიციის აგრესია და პრაქტიკულად ჩიხში მოექცნენ. „ამის მერე რა ხდება?! გამოდის ნიკა მელია გუბაზ სანიკძესთან ერთად და აცხადებენ საყოველთაო დაუმორჩილებლობას. რეალურად ამის განხორციელება დაიწყო და გაყოფა, რომ არსებობს კონსტრუქციული და დესტრუქციული ოპოზიცია არ გამოიკვეთა“, - აცხადებს ვოლსკი. .
ამ მოვლენების განვითარების ფონზე, ოპოზიციასთან დიალოგის რესურსი ამოწურული არაა.„ომები მიმდინარეობს ქვეყნებს შორის და ისინი საუბრობენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ. .