ილჰამ ალიევი: მოვა დრო, როცა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა თანამშრომლობას შეძლებს, შეხედეთ რა მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან

ილჰამ ალიევი: მოვა დრო, როცა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა თანამშრომლობას შეძლებს, შეხედეთ რა მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა BBC-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მთიანი ყარაბაღის პრობლემაზე და სომხეთთან ურთიერთობაზე ილაპარაკა.

კითხვაზე, როგორ ხედავს ის სამხრეთ კავკასიის მომავალს და ფიქრობს თუ არა, რომ მოვა დღე, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდება, ილჰამ ალიევმა ასე უპასუხა: „მოვა დრო, როცა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა თანამშრომლობას შეძლებს“.

„ეს შესაძლებელია, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ სომხურ მხარეზეცაა დამოკიდებული. მსურს, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთად მუშაობას შევძლებთ. როგორც მაგალითად, ამას ჩვენ საქართველოსთან, ჩვენს ახლო სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობართან, ვაკეთებთ. შეხედეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ მათთან ერთად, რა მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობები ემყარება ისტორიულ მემკვიდრეობას, პრაგმატიზმსა და ჩვენი ინტერესების ბალანსს. რატომ გახდა სომხეთი იზოლირებული? ოკუპაციის გამო“, - განაცხადა ალიევმა.