გიორგი ბარამიძე: დიალოგის აუცილებელი მონაწილეები უნდა იყვნენ ორივე მხარის, ყველაზე ძლიერი ფიგურები ივანიშვილი და სააკაშვილი

გიორგი ბარამიძე: დიალოგის აუცილებელი მონაწილეები უნდა იყვნენ ორივე მხარის, ყველაზე ძლიერი ფიგურები ივანიშვილი და სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ შედეგიანი დიალოგისთვის მასში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

"თუ დასავლეთის სახელმწიფოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს დაუჭერენ მხარს, თუ მათ სურთ,  რომ ეს დიალოგი იყოს სრულფასოვანი და ეფექტიანი  შედეგის მომტანი, მაშინ ამ დიალოგის აუცილებელი მონაწილეები (სხვებთან ერთად) უნდა იყვნენ ორივე მხარის, რეალურად ყველაზე ძლიერი, ფიგურებიც,

ანუ პირადად დიქტატორი ივანიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი.

ამისათვის საჭიროა მათი (დასავლეთის სახელმწიფოთა) მონდომება და ხელისუფლების ნება დამდგარი პოლიტიკური (პანდემიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სავალუტოს თან ერთად) კრიზისი ცივილიზებულად და დემოკრატიულად დაიძლიოს,"- წერს გიორგი ბარამიძე.

Maverick პასუხი ამ წვერებიან, გაცვეთილ მრავალჯერად პრეზერვატივს!
უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს რა ლეგიტიმაცია აქვს საქართველოს საშინაო საქმეების მოსაწესრიგებლად, საერთო-სახალხო არჩევნების არჩეულ შედეგად ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს
4 წლის უკან