პაატა იმნაძე: ჩვენ ყველა პასუხისმგებელი ვართ კანონის წინაშე, კანონი კი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს

პაატა იმნაძე: ჩვენ ყველა პასუხისმგებელი ვართ კანონის წინაშე, კანონი კი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს

სამწუხაროდ ნებისმიერი თავყრილობა, რას დაარქმევთ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მით უმტეს, როცა არ არის დაცული ელემენტარული წესები, მაგალითად დისტანცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება სეზონური ვირუსებისა და პანდემიის ფონზე, იმნაძე პასუხობს:

„ჩვენ ყველა პასუხისმგებელი ვართ კანონის წინაშე. კანონი კი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“, - განაცხადა იმნაძემ.