თენგიზ ცერცვაძე: თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში, თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა

თენგიზ ცერცვაძე: თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში, თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა

თუ ასე უსასრულოდ გაგრძელდება შემთხვევების მატება და არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში, თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ ჩართვისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშა, რომ კლინიკური სექტორი ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებს სიტუაციას, გაუმკლავდეს გაზრდილი პაციენტების რაოდენობას. თუმცა უსასრულოდ ასე გაგრძელება შეუძლებელია.

"თუ ასე უსასრულოდ გაგრძელდება შემთხვევების მატება და არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში, თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა. ამიტომ, მუდმივად ასე კი არ უნდა დავსვათ კითვები, რამდენს აიტანს კლინიკური სექტორი, არამედ არ მოვუწყოთ ასეთი გამოცდა კლინიკურ სექტორს და შევეცადოთ ყველანაირად, ეს იქნება ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტრო თუ მოქალაქეები, რომ როგორმე ეს დრამატული ზრდა შეწყდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ლოკდაუნი არ გამოაცხადა და ამისთვის მათ ქვეყნისა და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესები გაითვალისწინეს, რათა რეცესია არ მოხდარიყო.