კახა საბანაძის განმარტებით, ცესკოსთან აქციაზე მობილიზებული დანაყოფის პირად აღჭურვილობაში წიწაკის სპრეი შედის

კახა საბანაძის განმარტებით, ცესკოსთან აქციაზე მობილიზებული დანაყოფის პირად აღჭურვილობაში წიწაკის სპრეი შედის

ჩვენი მხრიდან დემონსტანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენებას კატეგორიულად უარვყოფთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმატებით, აქციაზე მხოლოდ ჭყლის ჭავლი გამოიყენეს, თუმცა დამიზნებით არ მომხდარა.

„წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცესკოს შენობაში უკანონოდ შეჭრას ცდილობდნენ. რაც შეეხება ცრემლდენ გაზს, იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას. ეს არ არის ცრემლმდენი გაზი. აქ სხვაობა დიდია“, - განაცხადა კახა საბანაძემ.