მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, დაიცვან რეგულაციები და არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, დაიცვან რეგულაციები და არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას

მოვუწოდებ ოპოზიციას, დაიცვან რეგულაციები და არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას პროპორციულად უპასუხებს და ოპოზიციის მხრიდან კანონის დარღვევის რაიმე მცდელობას არ დაუშვებს.

„მას შემდეგ რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორების მოწოდებაც, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა. ესროდნენ ქვებსა და სხვადასხვა ნივთს პოლიციელებს, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, 30-მდე უბანზე უკვე გადაითვალა საარჩევნო ოქმები და ჯერჯერობით რაიმე არსებითი დარღვევა არ გამოვლენილა.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია სამართალდამცველების მიმართ.