შსს-ში ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ უპასუხა. მან მომხდართან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე გააკეთა აქცენტი.
„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია“, - განაცხადა საბანაძემ.
მანამდე უწყებამ ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია სამართალდამცველების მიმართ.