ირაკლი კობახიძე:  აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება- დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ხალხი არამხოლოდ აღიარებს, იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს

ირაკლი კობახიძე:  აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება- დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ხალხი არამხოლოდ აღიარებს, იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს

დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

„მოქალაქეების დათვლა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად, დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, რომლებიც დღეს გამოდიოდნენ მაგალითად ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება.

დღევანდელმა დღემ უტყუარად დაადასტურა ის, რომ ქართველმა ხალხმა, საიადანაც, თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა ამ არჩევნებზე მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", დღევანდელი დღის საშუალებით კიდევ ერთხელ აღიარა არჩევნების შედეგები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.