პარლამენტის მიმდებარედ, აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირმა სცენის მიმართულებით წიგნი მაშინ ისროლა, როდესაც ტრიბუნასთან სიტყვით გიგი უგულავა გამოდიოდა. ამის შემდეგ უცნობ პირსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხადა.
სიტუაცია რამდენიმე წუთში მას შემდეგ განიმუხტა, რაც საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო.
სამართალდამცავებმა უცნობი პირი ტერიტორიიდან განარიდეს და პოლიციის ინფორმაციით, ის დაკავებული არ არის.