გიორგი კახიანი: როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაახლოებით მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანი შეკრიბა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში არავის სურს

გიორგი კახიანი: როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დაახლოებით მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანი შეკრიბა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოში არავის სურს

როდესაც მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა და კარგად ვიცით, რომ იყო მცდელობები, რაიონებიდან ჩამოეყვანათ ხალხი, მოახერხა მხოლოდ ის, რომ დაახლოებით მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანია შეკრებილი, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – პირველი ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერანაირად ვერ იზიარებს, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბებულიყო და მეორეც ის, რომ არავის საქართველოში არ უნდა არეულობა და დესტაბილიზაცია., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კახიანმა განაცხადა. მან ოპონენტებს საარჩევნო რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ამიტომ ისევ და ისევ, მოვუწოდებთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, კი ბატონო, თუ მათ უნდათ რაიმე სახით პროტესტი გამოხატონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა, იმედი მაქვს, ძალიან მალე, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჯერ საარჩევნო რეჟიმს დაუბრუნდებიან და ოდნავ მოგვიანებით, საპარლამენტო ცხოვრებასაც“,- განაცხადა კახიანმა.

პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლიდერებმა თავისი მოთხოვნები უკვე გააჟღერეს.