პარლამენტთან დრონის ჩამოვარდნის შედეგად აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

პარლამენტთან დრონის ჩამოვარდნის შედეგად აქციის ერთი მონაწილე დაშავდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აერო გადაღების კამერა აქციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს თავზე დაეცა.

ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, არა სერიოზული. ის სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აერო გადაღების კამერა ხეს მოედო, რის შემდეგაც ის ჩამოვარდა და მოქალაქეს დაეცა თავზე.